Thursday, July 19, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის   სახელწოდება: ატმოსფერო     საფრთხეშია
პროექტის  მთავარი   იდეა (თემა):    ჯანსაღი და უსაფრთხო  ცხოვრების  წესის დაუფლების  შესაძლებლობა  
პროექტის   აქტუალობა: მოიპოვონ  ინფორმაცია,  რით  ბინძურდება    ჰაერი.   გაუცნდეთ   სურვილი,  დასახონ   ალტერნატიული   გზები   მოცემული  პრობლემის   გადასაჭრელად
პროექტის  მიზნები: მოსწავლეები   სწავლობენ     ჰაერში   მიმდინარე   ცცვლილებებს.   გაიაზრებენ    მიზეზ- შედეგობრივ    კავშირს    პრობლემის მიმართ.  გამოიმუშავებენ    უნარ- ჩვევებს:      თანამშრომლობის
                                 ინფორმაციის  მოძიების
                                 მიზეზ  შედეგობრივი   კავშირის
                                  დასკვნის  გამოტანის
მონაწილეთა   ასაკი:   14-15 წელი

ვადები   ხანგძლივობა: 7დღე
მოსალოდნელი    შედეგები/პროდუქტები რაც   შეიძლება   შეიქმნას:   პრეზენტაციის   ბლოგზე  გამოქვეყნება.ბროშურის  გამოშვება-ჰაერის   დაცვა  დაბინძურებისგან   ჩვენი  სიცოცხლის  დაცვაა
პროექტისთვის   საჭირო   ძირითადი     რესურსი:   სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი   
პროექტის   მსვლელობა(ძირითადი   აქტივობები); კლასი   იყოფა   3ჯგუფად
            1ჯგუფი--,,მომჩივარენი"--დავალება:რა   ზიანს   აყენებს    ადამიანს    ,გარემოს  დაბინძურებული    ჰაერი
             2ჯგუფი--,,ბრალრებულნი"--დავალება:  როგორ  წარმოიშვნენ   ( მჟავა   წვიმები, ოზონის  ხვრელი,  სათბურის  ეფექტი)  თავს  იცავენ
             3ჯგუფი--მოსამართლეები-- დავალება   გამოიტანონ   განაჩენი
თვითეული   ჯგუფი   წარმოადგენს   პრეზენტაციას   ისტ-ის  გამოყენებით  4-5 გვერდიან     სლაიდ-შოუს  სადაც  არგუმენტებს  მოიყვანენ   თავისი    დავალების    შესაბამისად.
საგანთა/ საგნობრივ    ჯგუფებთან/   ეროვნულ   სასწავლოგეგმასთან   კავშირი:  ქიმია-  გეოგრაფია-  ბიოლოგია.   უსაფრთხო  და   ჯანსაღი    ცხოვრების წესის    დაუფლება
პროექტის   მისამართი:  დედოფლისწყარო.   ზემო   მაჩხაანის   საჯარო    სკოლა
ხელმძღვანელის   ელ.  ფოსტა: manobhhzv@ gmaill.com
პროექტისვებ-გვერდი/ბლოგი:  mananabi.blogspot.com

Wednesday, July 14, 2010

ქიმიის მასწავლებელი .მიყვარს შემოდგომა და ზამთარი. სასწავლო პროექტის გეგმა:
პროექტის სახელი : ყურძენი– ღვინო
პროექტის მოკლე აღწერა: მოძიებული და უშუალოთ ნანახი პროცესების აღწერა და შესწავლა რთველი–დაწურვა–გადაღება–შენახვა.
პროექტის სრული აღწერა: საქართველო მევენახეობის უძველესი კერა .
ყურძნის მარცვლის განვითარების პერიოდები.
რთველი დაღვინება–დუღილის მექანიზმი.
ღვინო საგემოვნო – კვებითი და ჰიგიენური პროდუქტი.
მონაწილეთა ასაკი: 14– 15 წელი x კლასი
ვადები/ხანგძლივობა: სექტემბრიდან – დეკემბრამდე. 4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები: ინდივიდუალური. ჯგუფური.ინფორმაციის მოძიება.დაკვირვება.პრეზენტაცია
მოსალოდნელი შედეგი: აღწერის, დაკვირვების, კომუნიკაციის, კვლევის, მოპოვებული მონაცემების წარმოდგენის უნარ –ჩვევების გამომუშავება.
მოაწყონ გამოფენა , პრეზენტაცია თემის შესაბამისი ლექსებით და სიმღერებით. გადაიღო და წარმოადგინონ ვიდე–მასალა: კახური ღვინის დაყენება.
სარგებლობა სხვებისათვის: ქართული ტრადიციის შენახვა,დაეუფლონ მეცნიერული თვალთახედვით დაღვინებას. ბუკლეტის გამოშვება: „რატომ არის ღვინო სასარგებლო და რატომ საზიანო“
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან: სხვა სკოლის მოსწავლეებთან დისკუსია.
საგანთა / საგნობრივ ჯგუფთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია – ვაზის ზრდა განვითარების შესწავლა, ბაქტერიები, ემზიმ–ზიმამას გაცნობა და მისი როლი სპირტული დუღილის დროს. ხელოვნება – გაეცნონ დარგებს სადაც ვაზი მთავარი თემაა: ლექსი, სიმღერა, ფოლკლორი, არქიტექტურა. ეროვნული სასწავლო გეგმა – შეისწავლონ და წარმოადგინონ პროდუქტის მიღების ეტაპები ნედლეულიდან მზა პროდუქტამდე.
პროექტის ფასილიტატორი: მანანა ბიკაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: manobhhzv@gmail.com
პროექტის ფორუმი
პროექტის ვებ– გვერდი / ბლოგი: